| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებში ჰუმანურობისა და ემპათიის დანერგვას, სხვადასხვა სახის პროექტებისა თუ აქტივობების საშუალებით.
ამჯერად, ინიციატივით - „სიკეთე გადამდებია“, IIე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ირმა დევაძის ხელმძღვანელობითა და მშობლების ჩართულობით, მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს, რეაბილიტაციის ცენტრ „თანას“ ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა მასპინძლებს გადასცეს საჩუქრები, მათთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
„სიკეთის მარცვალი ყველა ადამიანშია. მთავარი მისი გაღვივებაა. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება. ჩვენ მიერ გაკეთებულმა თუნდაც ერთმა კეთილმა საქმემ შეიძლება უფრო მეტი სიხარული მოიტანოს. სიკეთე არასდროს იკარგება, პირიქით გადამდებია“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შემატეს კლასის მატეანეს.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივამ სკოლაში მასშტაბული სახე მიიღო, IIე კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი კამპანიაში ჩასართავად Xე კლასმა გამოიწვია, მეორეკლასელები კი, VIე კლასს იწვევენ, მიზნით - „აქციე სიკეთე ტრადიციად“. კლასის დამრიგებელი ირმა დევაძე, მადლობას უხდის Xე კლასს გამოწვევისთვის.
„მადლობა გამოწვევისთვის ირინე მამულაძესა და Xე კლასს. ჩვენ ვიწვევთ VIე კლასს (დამრ. მადონა წივწივაძე). აქციე სიკეთე ტრადიციად“,- აღნიშნავს პედაგოგი ირმა დევაძე.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა