| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები ორგანიზაციას - „ხელები მშვიდობისთვის“ ესტუმრნენ.
ბავშვებმა დაათვალიერეს ორგანიზაციის ბაზაზე არსებული სოციალური საწარმო - სადაც გაეცნენ საწარმოს მუშაობის მეთოდოლოგიას და ტექნიკებს. ისინი ასევე მონაწილეობდნენ ქსოვისა და ჭრა-კერვის მასტერკლასებში და გამოსცადეს თავიანთი შესაძლებლობა ხელსაქმეში.
მათ ასევე მოინახულეს საბავშვო სივრცე. ის, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გათვლილია 3-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებზე და წარმოადგენს ქალთა ხელშეწყობის, გაძლიერების ერთ-ერთ კომპონენტს.
აღნიშნულ დღეს ასევე, თემაზე - „სამეწარმეო უნარების განვითარება“ ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის ფარგლებში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალგაზრდები გაეცნენ მეწარმეობის საფუძვლებს. ინფორმაცია მიიღეს სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვის სტრატეგიებზე, შეადარეს ერთმანეთს მეწარმეობა და სოციალური მეწარმეობა.
ბავშვები ასევე გაეცნენ იდეების გენერირების მეთოდებს, მასლოუს პირამიდას, პროდუქტის იდეიდან რეალიზაციამდე გასავლელ ეტაპებს.
„კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიასა და ორგანიზაციის შორის თანამშრომლობა გრძელდება, შემუშავებულია სამომავლო გეგმებიც, რისი განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა