| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
პროექტი აერთიანებდა ოთხ სკოლას - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის, გორელოვკის N3, გორელოვკის N1 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლებს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნისა და თავიანთი ეთნოსის, ახალი წლის ტრადიციისა და წეს-ჩვეულების შესახებ, შექმნეს პრეზენტაციები და სკოლაში წარადგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოკვლეული და გაანალიზებული ინფორმაციის შედეგები მრავალფეროვანი და საინტერესო პრეზენტაციებით გაუზიარეს თანატოლებს ინგლისურსა და ქართულ ენაზე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ მონაწილეები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ (ქართველები, სომხები, დოხობურები).
პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.
შემაჯამებელი ღონისძიება დასრულდა ტკბილეულის დაგემოვნებით და ნაციონალური ცეკვების შესრულებით.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს - მარიამ ჯვარიძემ, თამრიკო ჩარკვიანმა და ლია გოგოლაძემ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა