| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პროექტით - „გვიყვარდეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“ დაასრულეს. დავალება მათ არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლის“ შესწავლის შემდეგ, მასწავლებლის - ლენა უგულავას ხელმძღვანელობით შეასრულეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოთხრობის დასასრულმა დიდი ტკივილი გამოწვია მოსწავლეებში, მათ დაგმეს მუკოსა და ოთხი მოძალადე ბიჭის ქმედება და თანაგრძნობითა და ემპათიით განაწყვეს ოთხფეხა მეგობრების მიმართ.
ბავშვებმა ბევრი აქტივობა შეასრულეს. მათ წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ და უყურეს ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმს.
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ნახატები, კომიქსები, მოიძიეს ინფორმაციები ძაღლებზე, დაწერეს ესეები და გადაიღეს თავიანთ ძაღლებთან ფოტოები.
„თითოეული მათგანი დიდი სიყვარულით საუბრობდა თავის საყვარელ ძაღლზე. მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს ის, რომ ძაღლი სულიერი არსებაა და მას ადამიანზე მეტად შეუძლია ერთგულება და თანაგრძნობა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა გაკვეთილის დასასრულს მოაწყვეს ნამუშევრების პრეზენტაცია, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ასეთი პროექტები ბავშვებს აჩვევს დამოუკიდებელ, შემოქმედებით მუშაობას, უყალიბებს ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების უნარ-ჩვევებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა