სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფინანსური განათლება და ნუმიზმატიკა“- ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
25-12-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო პროექტი თუ ღონისძიება იმართება.

ამჯერად, მე-3ა და მე-5ა კლასებთან სასაკოლო პროექტი - „ფინანსური განათლება და ნუმიზმატიკა“ განხორციელდა. საპროექტო ჯგუფში კლასის დამრიგებლები: მაგდა ბაბლომაშვილი და ირინა დათუკიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თამარ ფეიქრიშვილი და ხელოვნების მასწავლებელი - ანა ანდრიაშვილი გაერთიანდნენ. მათ ერთად მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები საინტერესო პრეზენტაციას გაეცნენ, რომელიც „ფინედუს“ დესპანმა, მასწავლებელმა ანა ანდრიაშვილმა წარუდგინა. 

გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებმა ყვარლის ფულის მუზეუმი მოინახულეს, სადაც მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძველი მონეტების, ბანკნოტების, ეროვნული ბანკის შესახებ.

მოსწავლეებმა, ქართულის მასწავლებლების მითითებით, მოიძიეს ინფორმაცია მონეტებზე, დაამზადეს პოსტერები და სხვა კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს. ისინი, ირინა დათუკიშვილთან ერთად, „ლიბერთი ბანკს“ ეწვივნენ, სადაც ბანკის თანამშრომლებთან დიალოგი გამართეს.

პროექტის დასასრულს „ფინედუსგან“ მრავალფროვანი საჩუქრები მიიღეს.

„მადლობა მხარდაჭერისათვის ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, „ფინედუს“, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს, ფულის მუზეუმს, ლიბერთი ბანკს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება