სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N217 საჯარო სკოლაში სტრატეგიული განვითარების 7-წლიანი გეგმის შემაჯამებელი განხილვა მოეწყო
25-12-2023
-
+


თბილისის N217 საჯარო სკოლაში, სკოლის სტრატეგიული განვითარების 7-წლიანი გეგმის განხილვასთან დაკავშირებით, პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა ერთობლივი შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის დასაწყისში სკოლის დირექტორმა - ინგა ავალიანმა სტრატეგიული გეგმის განხორციელების ეფექტურობის შესახებ ისაუბრა.

„სტრატეგიული გეგმის განხორციელების ეფექტურობა უზრუნველყოფს სასარგებლო ინფორმაციას სკოლის საქმიანობაზე, მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში“ , - აღნიშნა დირექტორმა ინგა ავალიანმა.

შეხვედრაზე სამუშაო პროცესი წარმართა ისტორიის პედაგოგმა - მანანა ნუცუბიძემ, სადაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოიკვეთა პრობლემები და განისაზღვრა სირთულეების დაძლევის გზები.

პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა ერთობლივმა ჯგუფებმა შეხვედრაზე ციფრული ტრანსფორმაციის, სამოქალაქო ცნობიერების, ინოვაციური მიდგომების, განათლების ინკლუზიისა და ეკოლოგიის მიმართულებების მიხედვით საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტები, კონფერენციები და ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ელენე ავალიანმა და ლილი ქოზაშვილმა შესანიშნავი მუსიკალური ნომრები წარადგინეს. მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება