სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული საახალწლო ტრადიციები“ - არაგვის საჯარო სკოლაში პოსტერების გამოფენა-კონკურსი მოეწყო
25-12-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში ჯადოსნური საახალწლო განწყობა სუფევს. წინასაახალწლოდ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

21 დეკემბერს, გაიმართა თემაზე - „ქართული საახალწლო ტრადიციები“ შექმნილი პოსტერების გამოფენა-კონკურსი.

სკოლის დირექტორის მხარდაჭერით, ქართული ენის მასწავლებლების - მაია გელაშვილის, მარგო მამულიანის და თამაზი შველიძის ინიციატივით, მე-4 - მე-11 კლასელებმა მოამზადეს საახალწლო პოსტერები, დახატეს, მოიძიეს და წარმოადგინეს ქართული საახალწლო ტრადიციების და სამზარეულოს შესახებ ინფორმაცია.

სკოლის მასწავლებლებმა შეაფასეს და გამოავლინეს კონკურსში გამარჯვებული კლასი, რომელსაც გადაეცა სიმბოლური საჩუქარი. კონკურსში მონაწილე ყველა კლასი კი სიგელით დაჯილდოვდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო ქართული ენის პოპულარიზაციას, ცოდნის დონის ამაღლებასა და მოსწავლეთა მოტივაციას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება