სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახდი მოხალისე! იყავი ქვეყნის სამსახურში!“-ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრთა მოწოდება და საინტერესო აქტივობები
25-12-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „სამზევრი“ აქტიური მოხალისეობრივი საქმიანობით გამოირჩევა. 

ახლახან, კლუბის წევრებმა (კურატორი: დ.მელაძე.), სამოქალაქო განათლების პროგრამასთან თანამშრომლობით, თემაზე - „მოხალისეობა“, სხვადასხვა საინტერესო ატივობები განახორციელეს.

ჩატარდა კვლევა მოხალისეობის შესახებ. კლუბის წევრებმა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში ჩაატარეს გამოკითხვები იმის შესახებ, თუ რა იციან მოხალისეობის შესახებ.

აქტივობაში მონაწილეობდნენ - გია ცეცხლაძე, აჩი ცეცხლაძე, ბექა ცეცხლაძე, ნიკა ბოლქვაძე და ენრიკე ჯაყელი.

ქეთა ოჯახიშვილმა და ზაზა მიქელაძემ კი გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „მოხალისეობა და მისი ფორმები“.

მოსწავლეებმა შეხვედრის დროს ისაუბრეს მოხალისე ადამიანების შესახებ, გაიმართა დისკუსია.

კლუბის წევრებმა ასევე დაალაგეს და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, თვალსაჩინო ადგილებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, გააკრეს ბანერები გარემოსდაცვითი მოწოდებებით. 

გახდი მოხალისე! განივითარე უნარები! იყავი შენი ქვეყნის სამსახურში! - მოგვიწოდებენ „სამზევრის“ წევრები და პედაგოგ მაია კოჩალიძეს მადლობას უხდიან. 

„კლუბის წევრთა სახელით, მადლობას ვუხდით რიყეთის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელს - მაია კოჩალიძეს აქტიური თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება