| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლამ სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა.
სკოლას ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს.
„პირველი ავტორიზებული სკოლა ლეჩხუმში, ხალი გამოწვევებით, ოყურეშის საჯარო სკოლაა. ამას დიდი სიამაყით ვაცხადებ. ეს დიდი პრესტიჟია, ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა... ბევრი ვიშრომეთ, ასჯერ მეტს გავაკეთებთ, რომ გავამართლოთ განათლების სამინისტროს, ხარისხის მართვის სამსახურის, ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტთა ჯგუფის ნდობა. პასუხისმგებლობა, საქმისადმი სიყვარული ყველა ახალ გამოწვევას წარმატებით დაგვაძლევინებს ჩემო მასწავლებლებო და საყვარელო აღსაზრდელებო“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ქეთევან მურცხვალაძე.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა