სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ტრეფიკინგი“ უმცროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს 
20-12-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. 

დავალება, რომლის თემაც გახდლათ „ტრეფიკინგი“ მე-9ა, მე-9ბ და მე-9გ კლასების მოსწავლეებმა მოქალაქეობის შესწავლისას შეასრულეს. მოსწავლეთა მოქალაქეობის მასწავლებელი გახლავთ თამილა თუთბერიძე, დამრიგებლები კი - დოდო ხაჩიძე, ირინა ალავიძე, სალომე ქობალია.

მოსწავლეები, ამ დავალების შესრულების შემდეგ ნათლად აცნობიერებენ, რომ ტრეფიკინგი ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. ის ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს.

ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხერხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულიად აღდგენა. ეს საკითხი, სამწუხაროდ, ძალიან აქტუალურია 21- ე საუკუნეში.

თავიანთ ნაშრომებში მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ:

  • რატომ ითვლება ტრეფიკინგი ადამიანის უფლებების დარღვევად და რომელი ფაქტორებით დასტურდება ,ან არ დასტურდება კონკრეტული უფლებების დარღვევა?
  • რომელი სახელმწიფოებრივი მექანიზმები, ინსტიტუციები, სახელმწიფო დოკუმენტები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების დაცვასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას?

ეს თემა ბავშვებისათვის საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტეს, თავიანთი ნაშრომები გაეზიარებინათ მათზე უმცროსი მოსწავლეებისთვის და საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან. მათ წარადგინეს თემები:

  1. რა არის ტრეფიკინგი? ( მარიამ ჯიქია და ანი ოჩხიკიძე მე-9ა კლასი)
  2.  „ტყვეთა სყიდვაც ტრეფიკინგია“ (გაგა კუხალაშვილი, ამირან სილაგაძე მე-9ა )
  3.  „ევროსაბჭოს კონვენციები“ ( ნინი გოგელიძე მე-9ბ )
  4.  „ბავშვთა ტრეფიკინგი“ ( ნინი დოლაბერიძე მე-9ბ )
  5.  „ტრეფიკინგი საქართველოში“ (ლუკა შვანგირაძე, დემური კოვზირიძე მე-9ა )
  6. „ტრეფიკინგის ყველაზე გავრცელებული სახეობები“ ( ლუკა ბენდელიანი მე-9გ )
  7. „ტრეფიკინგის პრევენციის გზები“ (თამარ ჩაკვეტაძე მე-9გ)

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე, ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ხაჩიძე.

მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და წარმატებები უსურვეს მათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება