| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში, ისტორიის მასწავლებელმა - არმენუი პაპოიანმა მოსწავლეებს საინტერესო შემაჯამებელი დავალება შესთავაზა. მან მე-7 ბ და მე-7 გ კლასელებს შორის კონკურსი ჩაატარა, რომლის თემა საქართველოს კუთხეების გაცნობა იყო. კონკურსზე მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მე-7 ბ კლასმა კონკურსზე აჭარა წარადგინა მისი ტრადიციებითა და სამზარეულოთი, ხოლო მე-7გ კლასმა იბერია აირჩია.
ბავშვებმა საქართველოს კუთხეების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მათი მცხოვრებლების ადათ-წესებზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა