| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სპორტი, რომ ჯანმრთელობის საწინდარია ბათუმის N8 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეებს სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდებენ და ამ მიმართულებით არაერთ ღნისძიებაში რთავენ.
14 დეკემბერს ქალაქ ბათუმის სკოლებს შორის ხელბურთის ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალის მიზანი იყო ახალგაზრდების ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შემდგომი ჩართვა სპორტის ამ სახეობაში.
ხელბურთის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის N8 საჯარო სკოლის 2012-2013 წელს დაბადებულმა ბავშვებმა.
შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. გუნდები დაწყვილდნენ წილისყრით (გუნდის მწვრთნელი, მასწავლებელი ეთერ ზოიძე).
სკოლის ხელბურთელებმა ყველა თამაში დიდი ანგარიშით მოიგეს, ფინალში დაამარცხეს მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პირველი ადგილი დაიკავეს.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის ხელბურთელთა გუნდი დაჯილდოვდა თასით, მედლებითა და სიგელებით. საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გუნდის ხელბურთელი ანდრია ზოიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა