| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო სადამრიგებლო საათი ჩატარდა, თემაზე - „ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თამბაქოსა და მის ზემოქმედებაზე, ისაუბრეს თუ რა დამღუპველი ზიანი მოაქვს მის ხშირ მოხმარებას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს როლური თამაში - „ექიმი და პაციენტი“, რითაც პოზიტიური გარემო შეიქმნა, როლები კი, შესანიშნავად მოირგეს.
აღსანიშნავია, რომ სადამრიგებლო საათზე მიწვეულები იყვნენ საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლები: მანანა ლემსაძე და ხათუნა უსტიაშვილი, მათ ბავშვებს საინტერესო რჩევები მისცეს.
შეხვედრას კლასის დამრიგებელი თამილა დუმბაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მიწვეულ სტუმრებს საჭირო რჩევებისთვის.
„მადლობა ჩვენს მზრუნველ პედაგოგებს, ვფიქრობ რომ ეს გაკვეთილი უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენი მოსწავლეები აუცილებლად გაითვალისწინებენ თითოეულ რჩევას“,- აღნიშნავს ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა