| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, პროექტული სწავლების ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „შეაჩერე ბულინგი“.
პრეზენტაციას სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.
ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გადაიღეს მოკლე ვიდეორგოლი ძალადობის წინააღმდეგ და შექმნეს კედლის გაზეთი - „შეაჩერე ბულინგი!“
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს რა არის ბულნიგი, განიხილეს მისი სახეები და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ის.
„ბულინგის (მჩაგვრელობის) სტატისტიკა სამწუხაროდ ყოველწლიურად მატულობს, ამიტომ ჩვენი პროექტის მიზანია სკოლის/თემის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტისა და საინტერესო პრეზენტაციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა