სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „ექვთიმე“ ნახეს
18-12-2023
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა კულტუტულ განვითარებზე და ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლ „ექვთიმეს“ დაესწრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლმა ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თითოეულ მათგანზე.

აღფრთოვანებულნი უზიარებდნენ მასწავლებლებს ემოციებს, გაოცებას, პატივისცემასა და კრძალვას, იმ დიდი საქმეებისადმი, რომელნიც ექვთიმე თაყაიშვილმა რუდუნებითა და სისათუთით აღასრულა საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ განუზომელია ამ ადამიანის ღვაწლი ქართველი ერისა და ღვთის წინაშე. მის სახელს უკავშირდება არა მხოლოდ თავდადებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეების, ჩვენი საგანძურის გადარჩენა.

მოსწავლეებმა გაიხსენეს დიდი ქართველი მოღვაწის უკანასკნელი გზა, რევაზ თაბუკაშვილის წარმოთქმული სიტყვები:

„1953 წლის 21 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილი გულის დამბლით გარდაიცვალა.

უკანასკნელ გზაზე მცირერიცხოვანმა პროცესიამ გააცილა. 1987 წელს ლევილიდან ნათაყვანები მეუღლე - ნინო პოლტორაცკაია ექვთიმეს გვერდით მიუსვენეს.

რევაზ თაბუკაშვილის სიტყვა ექვთიმე თაყაიშვილს:

„ჩვენი ეროვნული სულიერების მოძღვართმოძღვარო, ბატონო ექვთიმე, გადარჩენილ საუნჯესთან ერთად, შენც დაუბრუნდი ამდენი ხნის ნანატრ მიწას...

მოგვიტევე, რომ იმ დროს ყველას არ მიეცა საშუალება ხმამაღალი მადლობის თქმისა...

მადლობის თქმისა, იმ კაცისთვის, ვისაც ძალა ეყო, უსახსროსა და მიუსაფარს, წაღრმართი გზით გაევლო.

ცდუნებებით სავსე ცხოვრების ხეივანი და არც თვალი, არც ხელი - არცერთი ცდუნებისკენ არ გაქცეოდა.

მადლობის თქმისა, იმ კაცისთვის, ვინაც ზნეობის უმძიმესი ტვირთი, ასე მსუბუქად მიიტანა ამა სოფლის აღსასრულამდე.

დაბოლოს, ღირსეულად გარდისახა წინაპართა სამყაროს მკვიდრად. იმ ბუმბერაზ წინაპართა, რომელთა საფლავებიდან, დღესაც ამოდის შუქი და ამ შუქზე ხშირად ჩვენც უფრო დიდები ვჩანვართ, ვიდრე ვართ ხოლმე სინამდვილეში...

მოგვიტევე, ბატონო ექვთიმე, შენ ხომ დიდ სიხარულთან და ერის მადლიერებასთან ერთად, სულის ჭრილობებიც გაგატანეთ იმ ქვეყნად.

მხოლოდ 48 კაცმა შებედა უკანასკნელ გზაზე გაჰყოლოდა შენს წმინდა კუბოს.

მაგრამ იცოდე, ყველა ისინი, ვინც შენ გატკინა გული, თავად დასაჯა მერე დრომ და მართლმსაჯულებამ.

გადმოხედე საქართველოს, სადაც ხატად ასვენია შენი სახელი!

ნათელში იყავი, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება