| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა კულტურულ განვითარებასა და ხელოვნების მიმართ მათი სწორი დამოკიდებულების ფორმირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
15 დეკემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ესტუმრნენ ჭიათურის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც სახელმწიფო მოღვაწის, დიპლომატისა და მწიგნობარის - სოლომონ ლიონიძის საოჯახო ნივთებია წარმოდგენილი: ფრანგული ჭურჭელი, ხმლები, საოჯახო ფოტოალბომი, საფრანგეთიდან ჩამოტანილი მუსიკალური საკრავი „ციტრა“, უნიკალური ნახატები და სხვ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ერეკლე მეფის მიერ ნაჩუქარი ხატის ხილვამ.
მოსწავლე-მასწავლებლებს საინტერესო გიდობა გაუწია თინა გოცაძემ, რომელიც მათ სოლომონ ლიონიძის მოღვაწეობასა და მუზეუმში გამოფენილ ნივთებზე ესაუბრა.
სკოლაში მუზეუმს მასპიმძლობისთვის მადლობას უხდიან.
„დიდ მადლობა ჭიათურის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისა და ღირსშესანიშნავი ექსპოზიციის წარმოდგენისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა