| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეარჩიეს და ჩამოაყალიბეს ინიციატივა საინტერესო მიმართულებით.
მოსწავლეებმა შერჩეული ინიციატივის განსახორციელებლად დაგეგმეს სკოლის საჭიროებაზე მორგებული საგანმანათლებლო პროექტი. ჯგუფში - „მე მიყვარს კითხვა“ განსაზღვრეს პროექტის შესასრულებელი გზები, დასახეს მიზანი - „გავიუმჯობესოთ კითხვა, ვისწავლოთ წაკითხულის გააზრება, შევიყვაროთ კლასგარეშე ლიტერატურა“.
მოსწავლეებმა ბუკლეტების სახით მოსაწვევები დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებაში პროექტის შესახებ ინფომაცია გაავრცელეს.
მიიწვიეს მოხალისე მოსწავლე-მასწავლებლები, რომელთაც წაიკითხეს მათი საყვარელი პოეტის ბიოგრაფია, ლექსი, აფორიზმები. მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ჩანაწერები.
როგორც სკოლის წარმომადგენელი შორენა დავითაძე გვეუბნება, პროექტი, რომელიც მერვე კლასის ინიციატივით იყო წარდგენილი საინტერესო სახალისო და მრავალფეროვან გარემოში წარიმართა.
„მოსწავლეებმა დაისახეს მიზნად მსგავსი პროექტი სხვადასხვა აქტივობებით სემესტრში ორჯერ განხორციელდეს.
„პროექტს მონიტორინგს უწევდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მედეა გათენაძე. მე, ნინა, გოგა, მირანდა, მაგდა, კახა, დათო. მადლობა, პროექტის მონაწილე და დამსწრე საზოგადოებას“,- გვეუბნება შორენა დავითაძე.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა