| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემოდგომის ბოლო მზიანი დღე კუჭატნის სკოლაში შემოდგომის და პოეზიის ზეიმად იქცა.
აფუსფუსდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები და ჰაერი ბარაქიანი შემოდგომის სურნელით აავსეს. სკოლას ამ დღეს ესტუმრნენ ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი და პოეტები: იზოლდა იოსებიანი, ლია გიგიტაშვილი და ბეჟან კობიაშვილი.
ღონისძიება მოსწავლეებმა ცეცხლოვანი ქართული ცეკვით გახსნეს, რის შემდეგაც სტუმრებმა მოსწავლეების მიერ შექმნილი შემოდგომის კუთხეები დაათვალიერეს, სადაც ბავშვებმა საკუთარი შემოქმედებაც გამოფინეს.
ღონისძიების ბოლო აკორდი კი პედაგოგ გალინა ღვინიაშვილის მიერ მოწყობილი პოეზიისადმი მიძღვნილი ღონისძიება იქცა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მიწვეული პოეტები უკეთ გააცნეს დამსწრე საზოგადოებას და მათი ლექსები ავტორებთან ერთად წაიკითხეს.
„ეს დღე პოეზიის და შემოდგომის ნამდვილ ზეიმად იქცა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა