| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში გრძელდება მოსწავლეებში პროფესიული ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 7 დეკემბერს მარაბდის საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში პროფესიულ დონეზე სწავლობენ სამკერვალო წარმოებას, პროფესიული მომზადების ცენტრს ეწვივნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ, თუ რა პროფესიების დაუფლებას შეძლებენ კოლეჯში სწავლის შემთხვევაში. მოისმინეს ლექცია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ პროფესიას, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
მარაბდის სკოლის ნიჭიერ და ცნობისმოყვარე მოსწავლეებს შეხვდა გლდანის კოლეჯის დირექტორი, რომელმაც ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს განუმარტა, რომ არჩეულ პროფესიაში წარმატებას მიაღწევენ მაშინ, თუ ისინი იქნებიან მიზანდასახულნი, პასუხისმგებლიანნი და შრომისმოყვარენი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა