სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელები თექაზე მუშაობის ტექნიკას გაეცნენ
12-12-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, პროფესიული განათლების კუთხით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, IIა კლასის მოსწავლეები დამრიგებლის, ლია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, სოფელ საწირის საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: თექაზე მუშაობა, კულინარია, მებაღეობა, ელექტროობა.

მოსწავლეები გაეცნენ თექაზე მუშაობის ტექნოლოგიას პედაგოგის - ქეთევან გოგინოვის ხელმძღვანელობით. მათ ჩაუტარდათ საინფორმაციო ლექცია თექის წარმოშობისა და დამუშავების შესახებ, დაათვალიერეს ადგილობრივი მოსწავლეების მიერ შექმნილი საოცარი ნამუშევრები, თავადაც დაამზადეს თექისაგან სასურველი საგნები და უკეთ გაეცნენ ქართული ხალხური ხელსაქმის საოჯახო ტრადიციებს.

მოსწავლეებმა გაიგეს, რომ თექა ქსოვილის შექმნის და დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მეთოდია და ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს.

სკოლაში დიდი მადლობას უხდიან, მასპინძელ სკოლას საუკეთესო დახვედრისა და საინტერესო პრეზენტაციისთვის. 

„დიდი მადლობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ ზვიად გაბრიჭიძეს და პედაგოგებს გულთბილი დახვედრისთვის, საინტერესო, ნაყოფიერი და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება