| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო დავალებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა მოეწყო. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს პრაქტიკული დავალება, რომელიც უჯრედის პრეპარატის მომზადებასა და მასზე მიკროსკოპით დაკვირვებას მოიცავდა.
ბავშვები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ უჯრედებს, შემდგომ კი დასკვნებს აკეთებდნენ. პრაქტიკული დავალების მეშვეობით, მათ თეორიული ცოდნა წარმოაჩინეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“