| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - ეკატერინე ჩიტაურმა II კლასში განახორციელა პროექტი - „აბა გამოიცანი ჩემი ქართული ანბანი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების აღმოჩენა და განვითარება. შედეგი კი საოცრად მრავალფეროვანი და ახალი იდეებით სავსე. პროექტის განხორციელება ძალიან ემოციური, ხალისიანი, ენერგიული, შთამბეჭდავი და შედეგზე ორიენტირებული.
თითოეული მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაციას დიდი ოვაციები და მხურვალე ტაში ახლდა.
„წარმატებები და წინსვლა მინდა ვუსურვო ჩვენს პატარა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა