| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მხარეთმცოდნეობის წრე აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები, რომელთა ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მაია ვეშაპიძე გახლავთ, სხვადასხვა გასვლით აქტივობებს დიდი ენთუზიაზმით ატარებენ.
ამჯერად, მათ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დარყის მთავარანგელოზის ტაძარი მოინახულეს და მოილოცეს.
მოსწავლეები და მასწავლებლები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხის იშვიათი ტაძრის ხილვით მოიხიბლნენ. მათ ილოცეს, გაიღეს შესაწირი და კმაყოფილი დაბრუნდნენ შინ.
ბავშვები ასევე ტაძრის ისტორიას გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა