| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მეთოდი მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს სძენს, პროცესი კი მოწაფეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოა.
ახლახან, X კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებლის - მარინა ციცქიშვილის ხელმძღვანელობით, წარადგინეს პროექტი - „საქართველოს სახელმწიფო დროშა“.
მეათეკლასელებმა საინტერესოდ ისაუბრეს საქართველოს როგორც ახალი ისე ძველი დროშების შექმნის ისტორიებზე, მათ ფორმებსა და ზომებზე, შეადარეს სხვა სახელმწიფების დროშებს.
„მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს დროშების ზოლების გვერდებს შორის ფარდობაზე და მის კავშირზე ოქროს მართკუთხედთან და ოქროს კვეთის რიცხვთან. საინტერესო იყო მათ მიერ წარმოდგენილი ოქროს კვეთის ისტორია და მათი გამოყენება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. აღწერეს, რომ იგი წარმოადგენს სამყაროს შემეცნების ერთ-ერთ საოცრებას, რომელიც ასოცირდება სილამაზესა და ჰარმონიასთან“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა