სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თეატრში გატარებული შთამბეჭდავი წუთები
11-12-2023
-
+


„ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივება, თეატრში ქცევისა და მოსმენის კულტურის განვითარება არაფორმალური განათლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“,- აღნიშნავენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზნით  VIა, VIIა, VIIIა და VIIIბ კლასების მოსწავლეები, მათი მშობლები და დამრიგებლები - ლოლა ტოფაძე, ელისო ბერძული, ცირა კუბლაშვილი, კოტე გოშხეთელიანი, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ესტუმრნენ. 

სპექტაკლი სასკოლო საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში შესვლა ურთულესია, ზღაპრულ სამყაროში შესვლას ჰგავს. მსახიობებმა შეძლეს და მაყურებელი გალაკტიონის სამყაროში შეიყვანეს. სპექტაკლი „ცამეტი“ ამის საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა“, - გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღტაცებული საუბრობენ იმ წუთებზე, რომლებიც თეატრში გაატარეს. მათ სურვილი აქვთ, ტრადიციად დანერგონ სკოლაში „თეატრის დღე“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება