| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალური თამაში - „რა?, სად?, როდის?“ გაიმართა, რომელიც როგორც გვიყვებიან, საინტერესო და ემოციებით დატვირთული იყო.
ღონისძიების ორგანიზატორი ისტორია-სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლეილა გოგელია გახლდათ.
შეჯიბრში მონაწილეობდა სამოქალაქო კლუბის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ნაკრები გუნდები: „ფენიქსი“, „ვუნდერკინდი“ და „სნიჩი“.
კითხვები ძირითადად ზოგადი ცოდნის გამოვლენას ისახავდა მიზნად. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი „ფენიქსი“. საუკეთესო გუნდის კაპიტანი და საუკეთესო მოთამაშე დაჯილდოვდა პრიზებით.
შეჯიბრის ყველა მონაწილეს სკოლის დირექციისგან სიგელები გადაეცა.
„კონკურსის მიზანი მოსწავლეთა ინტელექტუალური ცოდნის ამაღლება და მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა