სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
08-12-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, მათემატიკის კვირეული ჩატარდა. მის ფარგლებში, Vა კლასში, პედაგოგ თ.ჭოლაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „ნატურალური რიცხვები“ აქტივობა „მათემატიკური აუქციონი“ გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა კლასში ნატურალურ რიცხვებთან დაკავშირებით, თეორიული მასალით პაექრობა გამართეს. მათ პასუხი გასცეს ბლიც-კითხვებს, შეავსეს კროსვორდი, უპასუხეს ინდივიდუალურ კითხვებს.

აუქციონი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

აქტივობის მეშვეობით მათ აჩვენეს, რომ იციან თეორიული მასალა და მისი გამოყენება პრაქტიკაშიც შეუძლიათ.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, კი VII ა კლასში, რომლის მათემატიკის პედაგოგი ნათელა ბაზაძეა, კლასის ხელმძღვანელი კი ფიქრია გიორხელიძე გახლავთ, თემაზე: „ტოლფერდა სამკუთხედი“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლეს. 

მათ ჯგუფურად იმუშავეს, გამოავლინეს თვითშეფასების, ურთიერთთანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

შემაჯამებელი გაკვეთილი საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვირეულები და გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენისა და განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება