სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფილმის ჩვენებას დაესწრნენ
08-12-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემეცნებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა სახის გასვლით აქტივობებს აწყობენ.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები, დამრიგებელ თ. თუთბერიძესთან ერთად, ფილმის ჩვენებაზე, ქუთაისში, „კინო საქართველოში“ იმყოფებოდნენ.

„ფილმების ჩვენებას სასწავლო პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისათვის. ის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ერთად უყურონ ფილმებს, გააანალიზონ, იმსჯელონ ფილმში დასმულ პრობლემურ საკითხებზე, განავითარონ ანალიტიკური აზროვნება და ესთეტიკური აღქმის უნარი - აღნიშნული აქტივობის მიზანიც სწორედ ეს იყო“, - გვიყვება დამრიგებელი.

ამ დღეს მათ ფილმი „კლასის წინ“ ნახეს, რომლის განხილვა- გაანალიზება დაგეგმილია კლასის საათზე.

გასვლითი აქტივობა მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.

„ერთი ლამაზი დღე შეემატა ჩვენი ჯგუფის ისტორიას. მადლობა, ჩემს უკარგეს მშობლებს თანადგომისთვის“, - ამბობს დამრიგებელი თამილა თუთბერიძე.

მსგავსი გასვლითი აქტივობები სასწავლო პროცესს ინტერესსა და მრავალფეროვნებას სძენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება