| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N103 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის Iდ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნატალი წიკლაურის ხელმძღვანელობით, იმუშავეს პროექტზე - „შენც ადექი და ხე დარგე“.
„რომელსაც მოსწავლეები ბუნებისმეტყველებაში გადიან თემას - „ჩემი სკოლის ეზო“, პროგრამა სწორედ სკოლის ეზოს გალამაზებას, გამწვანებას, გარემოზე ზრუნვას ითვალისწინებს“, -გვეუბნება პედაგოგი, რომლის თაოსნობითაც განხორციელდა აღნიშნული გარემოსდაცვითი პროექტი.
მანამდე კი მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოდან -„ბუნების კარი“, გაიგეს თუ როგორ იზრდება ხე. ისაუბრეს რომელი ხე-მცენარე უფრო მეტ ჟანგბადს გამოყოფს.
„განსაკუთრებით ყურადღება შეაჩერეს ნაძვზე, რომ მარადმწვანეა, უხვად გვჩუქნის ჟანგბადს, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება“,- გვიყვება პედაგოგი.
აგრეთვე, ქართული ენის გაკვეთილზე პირველკლასელებმა შეისწავლეს მორის ფოცხიშვილის ლექსი - „ხე დარგე“, რამაც უფრო მეტი სურვილი აღუძრა პატარებს სკოლის ეზოში ნაძვის ხე
დაერგათ.
ბავშვები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში.
„სიმბოლურია ისიც, რომ ეს ნაძვის ხე მათ სახელზეა დარგული და პატარა ნერგი ბავშვებთან ერთად გაიზრდება მათივე მზრუნველობით. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექციას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“,- აღნიშნავს ნატალი წიკლაური.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა