სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია“ - ტოლერანტობის კვირეული დარკვეთის საჯარო სკოლაში 
07-12-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა კაცთმოყვარეობას, თანასწორუფლებიანობასა და შემწყნარებლობას ასწავლიან.   

შესაბამისად, სკოლაში ტოლერანტობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, ლოზუნგით - „ყველა განსხვავებული ყველა თანასწორია“  განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ️ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, მე-11 კლასის მოსწავლეებმა - ლიზი ღუღუნიშვილმა და თამთა კენჭოშვილმა კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ტოლერანტობის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - დარიკო ხვედელიძემ მე-11, მე-12 -კლასებში ჩაატარა გაკვეთილები: 1. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება. 2.თავისუფლება მრავალფეროვნებაშია. 3.ტოლერანტობა-ომის მშვიდობის კულტურით ჩანაცვლება.

ასევე, მე-11 კლასის მოსწავლეებმა აწარმოეს საქველმოქმედო კამპანია, სახელწოდებით - „ყველა განსხვავებული ყველა თანასწორია“,  შეიძინეს საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები, ეწვივნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს. ️ასევე, ბავშვებმა შექმნეს თემატური პლაკატები და სლოგანები, რომლებიც განათავსეს სკოლის ფოიეში.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში ჩატარებულ UNESCO-ს რიგით 28-ე კონფერენციას, სადაც ხელი მოეწერა „ტოლერანტობის საერთაშორისო დეკლარაციას“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება