| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
IX - X კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაყვალა გოგოლაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს გალაკტიონის შემოქმედებითი საღამო - „ჩემი ოცნების გზა სიზმარია“.
მოსწავლეებმა გამოფინეს გალაკტიონის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები და მისივე გამონათქვამები. ისაუბრეს გალაკტიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
„ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მთხრობელები რომლებიც გვაცნობდნენ გალაკტიონის ოჯახს და ბავშვობას; მოსწავლეები კითხულობდნენ გალაკტიონის ლექსებს, მოვისმინეთ მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსი - „მთაწმინდის მთვარე“. ისაუბრეს ოლიასა და გალაკტიონის მიმოწერაზე, მოგვითხრეს მათი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა