სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ღონისძიება გაიმართა
06-12-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა აქტიურად აღინიშნება და ბავშვები ცოდნას იმდიდრებენ.

ამჯერად, მათ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ამ ღირსშესანიშნავი დღისადმი მიძღვნილ ლამაზ საღამოზე მწერლის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მის ცხოვრებაზე, მოღვაწეობაზე ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.

მათ ისიც აღნიშნეს, რომ ერის მამა, წმინდა ილია მართალი საქართველოში პირველი ბანკირი იყო. 

ასევე, ბავშვებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს ილიას საუკეთესო ლექსები, ამავე დროს წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები პირველი ბანკის დაარსებაზე, ქართული ფულის შექმნის ისტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ მათ ხონის ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელი გელა გოფოძე სტუმრობდა.

სტუმარმა ბავშვებს მადლობა გადაუხადა თბილი და საინტერესო საღამოსთვის.

ღონისძიების ხელმძვანელები: მარიამ მამაიაშვილი, მაია მაჭარაძე და ნინო დგებუაძე იყვნენ. 

შეგახსნებთ, რომ 8 ნოემბერს ქვეყანაში ბანკირის და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება