სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნარევების დაყოფის ხერხები“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა ქიმიური ექსპერიმენტებით გაჯერებული გაკვეთილი
06-12-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს ატარებენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, მასწავლებლის - მარინა გურეშიძის ხელმძღვანელობით, ქიმიაში, საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე „ნარევების დაყოფის ხერხები“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ გამოამჟღავნეს თეორიული მასალის კარგი ცოდნა, უპასუხეს მასწავლებლის შეკითხვებს, დაამზადეს ჰომოგენური და ჰეტეროგენური ნარევები,  შემდეგ კი დაგეგმეს დამზადებული ნარევების კომპონენტებად დაყოფის შესაბამისი ხერხები.

„ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები, მასწავლებლის ინსტრუქტაჟის გათვალისწინებით ჩაატარეს ექსპერიმენტები, გააკეთეს დასკვნები“, - გვიყვებიან სკოლაში.

გამომჟღავნდა ლიდერი გუნდები, რომელთა წევრებმაც დავალებები სწორად გაანაწილეს. ამიტომაც, როგორც გვიამბობენ, მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთილის პროცესში მაქსიმალური იყო.

ასევე მათ სწორად შეასრულეს ბარათებით მიცემული დავალებები და მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს.

გაკვეთილს ესწრებოდნენ ბუნებისმეტყველების კათედრის, ხარისხის ჯგუფის და ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გაკვეთილი საინტერესო იყო და მოსწავლეთა მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება