სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხენთაროს საჯარო სკოლის გუნდი მასშტაბურ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა
06-12-2023
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი სხვა სკოლების გუნდებს ცოდნასა და ინტელექტში შეეჯიბრნენ. 

სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“, შესარჩევი ტური ჩატარდა. 

თამაშში მონაწილეობდნენ, როგორც ცხენთაროს, ასევე აჯამეთის კორპუსის მოსწავლეები. თამაშის შედეგად შეირჩა გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ლიზი მშვენიერაძე, მარიამ კვინიკაძე, ლუკა კოტორეიშვილი, ნინო ნებიერიძე, ქეთევან მუმლაური და დემეტრე კვინიკაძე. 

სკოლაში დაკომპლექტებული გუნდი ზესტაფონში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები და მიიღეს ცოდნა და გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.

თამაში, შემეცნებით-გასართობი მარათონის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის „EU4Georgia 4“ მხარდაჭერით, „ევროპის დღის“ ფარგლებში წამოიწყო და რომელმაც მოიცავა საქართველოს ყველა რეგიონი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება