სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართველი მათემატიკოსები“ - კერძო სკოლა „ცოდნაში“ მასშტაბური კონფერენცია ჩატარდა
06-12-2023
-
+


კერძო სკოლა „ცოდნაში“, მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას, საჭირო უნარების ჩამოყალიბებასა და შესაძლებლობების წარმოჩენას უმნიშვნელოვანესი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო პროექტი ეწყობა.

ამჯერად, კერძო სკოლა „ცოდნაში“ მათემატიკის მასწავლებლის - თამარ გოზალიშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლაში, კონფერენცია „ქართველი მათემატიკოსები“, ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა ოთხი სკოლა. პროექტში ჩართული იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები: ლიზი მაჭარაშვილი, ნუცა მაჭარაშვილი, თემო სანდუხაძე, ნინო ნაწილაშვილი, თეკლა ფალავანდიშვილი, მარიამ ჭიღლაძე (კერძო სკოლა „ცოდნა“), ანა ბერიძე, დათო ბერიძე (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N3 საჯარო სკოლა), მეგი მიქელაძე, ნათია მგელაძე (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპასოვკის N1 საჯარო სკოლა), სალომე ჯაფოშვილი, სიმონ კაჭარავა, თამარ სპასრიაშვილი, დავით სადაღაშვილი (თბილისის N126 საჯარო სკოლა).

როგორც გვიყვებიან, თითოეული სკოლიდან, მომხსენებლებმა წარადგინეს ქართველი მათემატიკოსების მოღვაწეობა და მიღწევები. მოსწავლეთა ნამუშევრები კერძო სკოლა „ცოდნამ“ ჟურნალის სახით დაბეჭდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელივკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი - ნათია კაპანაძე და ამავე სკოლის მათემატიკის პედაგოგი, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე - ირა გოგილაშვილი, თბილისის N126 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი - ვაჟა გიორგაძე, თბილისის გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე - ნანა ციმაკურიძე.

„კონფერენციის მიზანი იყო მათემატიკის პოპულარიზაცია და სკოლების ერთმანეთთან დაახლოება-გაცნობა, განსაკუთრებით, მაღალმთიან და სასაზღვრო სკოლებთან თანამშრომლობა და მხარდაჭერა განათლების სამინისტროს პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში“, - გვიყვებიან სკოლაში.

კონფერენციის დასასრულს სკოლა „ცოდნას” დირექტორმა - ნაზი ნადირაძემ პროექტის მონაწილეებს და მათ პედაგოგებს გულითადი მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - „სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას“ სკოლა ყოველთვის ითვალისწინებს. 

„ამის შესასრულებლად საჭიროა სასკოლოს საზოგადოებამ იზრუნოს, პირველ რიგში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. არაფორმალური განათლება კი ამ მიზნისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება