სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები საინტერესო კონფერენციაზე მიიწვიეს
06-12-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები მუშაობენ. 

მათ შორის ერთ-ერთი მასწავლებლები ნინო კალანდია და ციცი ჭანტურია არიან, რომლებიც დიდი ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს ორგანიზებით, გამართულ საინტერესო კონფერენციაზე მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებულ აქტივობებში.

კონფერენციაზე მხარეებმა ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების ისეთ მეთოდებზე ისაუბრეს, რომლებიც, ერთი მხრივ, მორგებული იქნება ადგილობრივ საჭიროებებზე და ამავე დროს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.

კონფერენციას განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა სახლის, საქართველოს ინგლისური ენის ასოციაციის და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. ჩატარდა სესიები და პანელური დისკუსია. 

ინგლისური ენის პედაგოგი ნინო კალანდია, წელს მეორედ, მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების (OTC) ფასილიტატორად აირჩიეს.

„მადლობა ბრიტანეთის საბჭოს, რომ უკვე მეორედ მომცა შესაძლებლობა ვიყო მათი დიდი ორგანიზაციის წარმომადგენელი, როგორც ონლაინ მასწავლებელთა საზოგადოების ფასილიტატორი“,- აღნიშნა პედაგოგმა

„პლატფორმა ინგლისური ენის პედაგოგებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ ონლაინ ფორუმში, სადაც ისინი მონაწილეობენ პროფესიულ დისკუსიებსა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში. ამასთან, მასწავლებლები ერთმანეთს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების კუთხით ახალ იდეებს, მიდგომებსა და საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებენ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება