სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში
06-12-2023
-
+


ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, დიდი ჟრიამული 1-ელა კლასში იყო, სადაც ღია გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა. პატარებმა, პედაგოგ ნანა კაჩმაზოვასთან ერთად, ანბანის პირველ წარმომადგენლებს „უმასპინძლეს“, ისინი უნაზეს და ულამაზეს იას, რომელსაც მე-9 კლასის მოსწავლე ქეთი ქიმაძე ასახიერებდა, დიდი სიხარულით შეეგებნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, პირველკლასელებმა ტურფა იას წინაშე თავი წინასაანბანოდ შესწავლილი მასალით მოიწონეს და მას ლექსები, ანდაზები, გამონათქვამები მიუძღვნეს. პატარები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როდესაც პედაგოგმა სხვადასხვა თვალსაჩინოება უჩვენა.

გაკვეთილი სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, ფერადი ფურცლებისაგან ყვავილი ია გამოჭრეს და დიდ ფორმატზე დააწებეს. გარდა ამისა, ინფორმაცია „დედა ენის" შემქმნელის, იაკობ გოგებაშვილის შესახებ მოისმინეს. ასევე, დაასახელეს ის სიტყვები, რომლებიც ი-სა და ა ასოზე იწყებოდა, ფერადი პლასტელინისაგან გამოძერწეს ი და ა ასო-ბგერები, შეადგინეს ჯერ სიტყვები და შემდეგ - „აი ია" წინადადება. გამოძერწილი „აი ია“ დააწებეს ფურცლებზე, სადაც ამობეჭდილი ყვავილიც გააფერადეს.

„აღსანიშნავი იყო მშობელთა ჩართულობა, რომელიც განპირობებული იყო მათი დიდი ენთუზიაზმით. გაკვეთილის დასაწყისი და დასასრული გაფორმებული იყო თემასთან შესაბამისი მუსიკალური ნომრებით, რამაც კიდევ უფრო ამაღელვებელი და ემოციური გახადა გაკვეთილი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება