სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა მიღწევები 8 ქულით შემცირდა მათემატიკაში, ხოლო 6 ქულით კითხვაში - PISA 2022-ის შედეგები ცნობილია
05-12-2023
-
+


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022 წლის ციკლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მონაწილე ქვეყნების უმრავლესობაში მოსწავლეთა მიღწევები გაუარესდა შეფასების სამივე სფეროში: მათემატიკაშ, კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

PISA 2022-ის მიხედვით, საქართველოს 15 წლის მოსწავლეებს მათემატიკაში 390 (OECD-ის საშუალო 472) ქულა აქვთ, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 374 (OECD-ის საშუალო 476) და 384 (OECD-ის საშუალო 485). საშუალო მიღწევის მოკლევადიანი ანალიზის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით. არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.  

ძირითადი მიგნებები

საქართველოში 15 წლის ასაკის ბიჭები და გოგონები საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებენ მათემატიკის დავალებებს (გოგონა - 393 ქულა, ბიჭები - 387 ქულა), მაგრამ კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გოგონების უპირატესობა ბიჭებთან შედარებით 14 ქულაა.

ყველაზე დიდი განსხვავება გოგონების სასარგებლოდ PISA 2022-ში მონაწილე ქვეყნებში ჩილეში, იტალიასა და ავსტრიაში გვხვდება, ხოლო ბიჭების სასარგებლოდ - ალბანეთში, კვიპროსსა და პალესტინაში.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) აფასებს 15 წლის მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

PISA-ს კვლევის შედეგების მიხედვით შესაძლებელია გაანალიზდეს, თუ რამდენად კარგად ამზადებენ მონაწილე საგანმანათლებლო სისტემები 15 წლის ასაკის მოსწავლეებს რეალური გამოწვევებისა და მომავალი წარმატებისათვის.

PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს წარმოადგენს. საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 267 სკოლის 6,583-მა მოსწავლემ, სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირების პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% მე-10 კლასში ირიცხებოდა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება