| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში აქტიურად მუშაობს ბიოლოგიის მოყვარულთა კლუბი, რომლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივით, გიმნაზიის ბიოლოგიის მოყვარულთა კლუბის წევრები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის ორგანიზებულ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში - „მიკრობული სამყარო და ადამიანი“ მონაწილეობდნენ.
პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მიკრობიოლოგიის მეცნიერების მიღწევებით და ამ მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავება. თემატიკა მოიცავდა მიკრობიოლოგიის დარგის აქტუალურ საკითხებს: „მიკრობული და მოლეკულური არქეოლოგია”, „ანტიბიოტიკები; ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება”, „ადამიანის ურთიერთობა გარემოსთან და ბიოუსაფრთხოება”, „მცენარეთა კარანტინი - სურსათის უსაფრთხოების გარანტი” და „მიკროორგანიზმები“.
პროექტის - „მიკრობული სამყარო და ადამიანი“ მიზანია გაზარდოს სკოლის მოსწავლეების (VIII-XI კლასი) ინტერესი მეცნიერების მიმართ, აამაღლოს მათი ცოდნის დონე მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში. პროექტის თანადამფინასებელი ორგანიზაციაა ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოება (ASM), რომელსაც საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის საზოგადოება (GAGAM) ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა