| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტი და აქტივობა ტარდება.
ამჯერად, სკოლაში, Let's talk about air-ის ფარგლებში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა „ჰაერის დაბინძურება და მისი შედეგები გარემოზე“ იყო. მოსწავლეებმა ჰაერის დაბინძურების სახეებზე, მოსალოდნელ საფრთხეებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს თემაზე - „რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას ჰაერის დაბინძურებამ და როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან მსგავსი საფრთხეები“ დისკუსია მოეწყო.
ბავშვები აღნიშნულ დღეს საჭირო ინფორმაციას გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა