სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აჭყვას საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
22-11-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლები პროექტებში. 

ახლახან, აჭყვას საჯარო სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეთა შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სააზროვნო კითხვებზე დაყრდნობით მოსწავლეთა მხრიდან ლოგიკურ მსჯელობასა და ზოგადი უნარების ფლობას მოითხოვდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მონაწილეებმა დროულად და ორგანიზებულად შეძლეს პასუხების დაფიქსირება.

მონაწილე ხუთი გუნდიდან გაიმარჯვა X კლასის გუნდმა - „ტვინები“.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას ცოდნის დიდ გზაზე. შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ლელა თოთლაძე, მაია თევზაძე და თამარ კაპანაძე, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოვიდა. სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიურობისა და ინიციატივის გამოჩენისათვის, რაც მათი მხრიდან ჩართულობის მაღალი მაჩვენებლით გამოიხატა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება