სიახლეები
სკოლები

„მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს ცოდნის მიღებასა და თვითგანვითარებაზე“ - წალკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელის - ეკა ვეზდენის კარიერული ისტორია 
02-11-2023
-
+


„ღვაწლი სასკოლო საზოგადოების წინაშე“ - ფრაზა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, თუმცა რეალურად, ცოტამ თუ იცის, მართლა რას ნიშნავს მასწავლებლობა და რა შრომის გაწევა უწევთ პედაგოგებს  - ამის დასტური კი, წალკის N1 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის - ეკა ვეზდენის კარიერული ისტორიაა. 

„მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს ახალი ცოდნის მიღებასა და თვითგანვითარებაზე“, - ეს ფრაზა მისთვის პროფესიულ კანონზომიერებად იქცა, ის უშვრეტი შემართებით დგას განათლების სადარაჯოზე და ზრუნავს ინტელექტუალური თაობების აღზრდაზე. 

პედაგოგი თავისი სასკოლო მოღვაწეობის პერიოდზე გვიყვება, გვიზიარებს მის წარმატებულ საქმიანობას და საუბრობს მასწავლებლის როლზე. 

გიზიარებთ ტექსტს უცვლელად: 

„წალკის N1საჯარო სკოლაში მუშაობა დავიწყე სახელოვნებო წრის ჩამოყალიბებით  2009 წელს.  წრის მუშაობის გამოცდილებამ, სამომავლოდ ხელი შეუწყო, ჩემი, როგორც ხელოვნების მასწავლებლის გამოცდილების და კვალიფიკაციის ამაღლებას.

ფორმალური განათლების გვერდით დიდ დროს და ენერგიას ვუთმობ არაფორმალურ განათლებას. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, სასიამოვნო ფრაზები: „ეკა და ბავშვები“, „ეკა და ხელოვნება“.

არაფორმალური განათლება მოსწავლეებისთვის სახალისოა და ამასთანავე შემეცნებითი, შემოქმედებითი  ნიჭის გამოვლენას და განვითარებას, მოსწავლის საზოგადოებაში ინტეგრირებას და თვითრეალიზაციას უწყობს ხელს. მოზარდში ავითარებს საკუთარი აზრის და იდეის თავისუფლად გამოთქმის უნარს... ხელს უწყობს ახალგაზრდას წარმატებული მომავლის შექმნაში.

არაფორმალური განათლება დიდ როლს თამაშობს საგანმანათლებლო პროცესში. ამაში მეტად დავრწმუნდი სადამრიგებლო კლასთან მუშაობით, დამრიგებლის ფორმატში მეტს ვახერხებდი კლასგარეშე საქმიანობის განსახორციელებლად. მიღებული გამოცდილება მერე უკვე ჩემი საქმიანობის ჩვეულ რუტინად იქცა.

სახელოვნებო წრეში მუშაობის ეფექტურობა განაპირობა საოცრად ნიჭიერმა და შემოქმედებითად დაჯილდოებულ მოსწავლეებთან თანამშრომლობამ. წრის ფარგლებში შეიქმნა მაღალი დონის ნამუშევრები, იგეგმებოდა და ხორციელდებოდა საინტერესო ღონისძიებები.

ასეთი მიდგომებით სწავლებამ დამარწმუნა არაფორმალური განათლების მნიშვნელობაში. მიზნად დავისახე, რომ ჩემ პრაქტიკაში ფორმალური განათლების გვერდით აუცილებლად არაფორმალური განათლება უნდა გამომეყენებინა. სწორედ ასეთი მიდგომებით  ვმუშაობ 2012 წლიდან ხელოვნების მასწავლებლად.  

სკოლაში ჩამოვაყალიბე კალიგრაფიის წრე, მხატვრული კითხვის წრე, ლიტერატურული წრე, ნორჩ ხელოვანთა კლუბი. წრეების და კლუბის მუშაობა მიმდინარეობს საკმაოდ წარმატებულად. ჩემი საინტერესო საქმიანობა არც  პანდემიის დროს შემიწყვეტია, ონლაინ მუშაობა საკმაოდ  ეფექტური აღმოჩნდა, რაც განაპირობა მშობლებთან თანამშრომლობის გააქტიურებამ. პანდემიის დროს შექმნილმა რეალობამ ნათლად გვაჩვენა მშობლის ჩართულობის დიდი მნიშვნელობა.

წლების მანძილზე, წრის მუშაობამ გამოავლინა წარმატებული კალიგრაფები, რომლებიც ყოველწლიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტურში და საპრიზო ადგილებზე გადიოდნენ.  ვსტუმრობთ  IQ აკადემიას, მოზარდები ესწრებიან კალიგრაფიის მასტერკლასს და ეუფლებიან მხატვრულ წერას. ხშირად გვაქვს კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა, ვაკეთებთ უამრავ თემატურ პოსტერსა და პლაკატს, ვაკეთებთ ხელნაწერ, ილუსტრირებულ წიგნებს.

წარმატებულად მიმდინარეობს კლუბის მუშაობაც, გვაქვს სახელოვნებო სივრცე, სადაც ვაწყობ სისტემატურად გამოფენებს, პრეზენტაციებს და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს.  ვგეგმავ გრძელვადიან აქტივობებს, ვახორციელებ სასკოლო  პროექტებს. ასევე ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციებთან.  მიმდინარე სასწავლო წელს ვგეგმავ ბევრ საინტერესო და მოსწავლეთათავის სახალისო აქტივობას.

პერიოდულად ვახორციელებ სასკოლო ექსკურსიებს, სადაც მოსწავლეები იღებენ უამრავ საინტერესო ინფორმაციას, ეცნობიან ქართულ კულტურას, უვითარდებათ თანამშრომლობის, საზოგადოებაში ქცევის და ადაპტაციის უნარი. ხშირად ვსტუმრობთ ეროვნულ გალერეას, ხელოვნების სასახლეს, ციფრულ გალერეას, ხელნაწერთა ცენტრს, სახელმწიფო მუზეუმს, ცნობილი ადამიანების სახლ-მუზეუმებს. ჩემი  საქმიანობა ყოველთვის განხილული და დაგეგმილი მაქვს ესგ-სთან კავშირში. ხშირად ექსკურსიაზე ნანახსა  და მიღებულ შთაბეჭდილებას მოსწავლე იყენებს  სხვადასხვა საგნის ჭრილში.

ვსტუმრობთ  სოციალურ საწარმოს- „კოდალა“, სადაც ბავშვები თავიანთი ხელით ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან  აკეთებენ სხვადასხვა სათამაშოებს. ხშირად ვაწყობთ  პიკნიკებს ბუნებაში გარემოს დასუფთავების აქციით.

სკოლაში ჩემი ორგანიზატორობით  კლუბის და წრის მოსწავლეთა მონაწილეობით  მუშაობს გრძელვადიანი  პროექტი „ერთი დღე ხელოვნებისვის“. ამ პროექტში ჩართული არიან  წალკის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები და ხელოვნების პედაგოგები.  პროექტი მოიცავს ხელოვნების ყველა სფეროს. მონაწილე სკოლები აწყობენ გამოფენას და წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას. პროექტს ჰყავს კომპეტენტური ჟიური, რომელიც  სხვადასხვა ნომინაციებს აჯილდოებს საჩუქრებით და სერტიფიკატებით.

ამჟამად ვმუშაობ გრძელვადიან პროექტზე - ,,ჩვენი პატარა მეგობრები“. საბავშვო ბაღებში ჩვენი კალიგრაფები და ნორჩი ხელოვანები პატარებს ხატვის, სიმღერის, ცეკვის, თამაშის მასტერკლასს უტარებენ და ჩუქნიან საჩუქრებს.

ვაწყობ ლიტერატურულ საღამოებს, კარნავალებს, ვიქტორინებს, სადაც არა მარტო მოსწავლეები, მასწავლებლებიც და მშობლებიც მონაწილეობენ.

არაფორმალური განათლების პრაქტიკაში გამოყენებისთვის მასწავლებელს უნდა გააჩნდეს პირველ რიგში ის უნარი და მოტივაცია, რომელიც ორიენტირებულია ახალი თაობის წარმატებული მომავლის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს ახალი ცოდნის მიღებასა და თვითგანვითარებაზე“, - წერს პედაგოგი - ეკა ვეზდენი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
4 ცვლილება ისტორიის გამოცდაზე - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიირებენ - naec
„დმანისში ჩვენი სკოლა პირველია, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში არაერთი შემოქმედებითი აქტივობა იმართება, სადაც მოსწავლეები თავიანთი ფანტაზიით არაერთ საინტერესო ნამუშევარს ქმნის
ამჯერად სკოლა მოხარულია გვამცნოს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა „წლის ლიდერი სკოლის“ ტიტული
მოსწავლეებმა გამართეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „14 აპრილი დედა ენის დღეა!“
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება