| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებლებმა ამაღლებული განწყობით დაიწყეს.
ბავშვებისთვის სკოლის ეზო და საკლასო ოთახები ლამაზად, სადღესასწაულოდ მოირთო. მათ პედაგოგები დიდი სიყვარულით, სიხარულით შეეგებნენ და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
დირექტორი - ქეთევან მჭედლური მათ სკოლაში უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს ჰპირდება.
„ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო, ახმეტის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. იწყება ახალი ცოდნის, ახალი გამოცდილებისა და შესაძლებლობების შეძენის პროცესი. სკოლის პედკოლექტივი მზად არის უზრუნველყოს პოზიტიური, უსაფრთხო და მასტიმულირებელი გარემო სწავლისთვის, სადაც ყველა ფასდება. მზად ვართ გემსახუროთ და ყველა პირობა შევქმნათ წარმატებისთვის“, - აღნიშნავს დირექტორი ქეთევან მჭედლური.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა