სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ მოწაფეთა სასწავლო მოტივაციასა განწყობაზე იზრუნეს და მათ საზეიმოდ მორთული სასწავლო გარემო დაახვედრეს. 

ცოდნის ტაძარში პირველი ნაბიჯები განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკასელებისთვის, პედაგოგებმა პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. მათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.

სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. 

„ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ლამაზ, საინტერესო და წარმატებულ წელს. პირველ რიგში ვულოცავთ 15 სექტემბრის გმირებს, ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც მოციმციმე, შიშნარევი მზერით, თუ ანცი ბავშვური ღიმილით და სიხარულით სავსე განწყობით შემოაბიჯეს მათთვის უცხო, საინტერესო გარემოში. დაე, ეს ახალი სასწავლო წელი იყოს ახალი იმედების, ახალი შემართების, ახალი წარმატებების და სიხარულის მომტანი“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: