სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
18-09-2023
-
+


საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათ შორის, ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. ტრადიციისამებრ სკოლაში პირველკლასელთა მიღების ცერემონიალი გაიმართა. 2023-2024 სასწავლო წელს ტყიბულის N6 საჯარო სკოლას 44 პირველკლასელი ჰყავს.

მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა, შოთა ჯინჯიხაძემ მიულოცა. მან, ასევე, წლევანდელ კურსდამთავრებულს, გიორგი ობოლაძეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მათემატიკის საგანში უმაღლესი შედეგი მიულოცა და მიღწეული წარმატებისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადასცა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ობოლაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა.

სწავლის დაწყების პირველ დღეს სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, ეროვნული დროშა კი მეთორმეტეკლასელებმა აღმართეს. შეკრებილმა სასკოლო საზოგადოებამ სწავლის დაწყების პირველი დღე ერთად იზეიმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება