სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N36 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს - ახლდარეაბილიტირებულ სკოლაში მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ
15-09-2023
-
+


თბილისის N36 საჯარო სკოლაში დილიდან სადღესასწაულო განწყობა იყო, იქ სასწავლო წელი მხიარულად, წარმატებითა და შესაბამისი ღონისძიებებით დაიწყო. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მათ საპატიო სტუმრებსაც უმასპინძლეს. სრული რეაბილიტაციის შემდგომ, სკოლის გახსნას საქართველოს პარლამენტის წევრი - რიმა ბერაძე, თბილისის საკრებულოს დებუტატი - ზურაბ ჩიკვილაძე და ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი - ეკატერინე კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც. პატარა მოსწავლეები, ანიმატორებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ. 

სასწავლო წლის დაწყებას სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა, მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას, ნაყოფიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ ყველას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება