სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„142-ე ცოდნის მაუწყებელი ზარი დაირეკა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს საზეიმოდ შეეგება 
15-09-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, 142-ე ცოდნის მაუწყებელი ზარი დაირეკა და სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყო. 

„ცოდნის ზეიმი 2023“ - ასე უწოდებენ სკოლაში სასწავლო წლის პირველ დღეს, რომელიც შთამბეჭდავი ნომრებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებით იყო დატვირთული. 

ღონისძიების ხელმძღვანელი სალომე ქობალია გახლდათ, ქორეოგრაფები კი: გიორგი რეხვიაშვილი და ჟანა ბენიძე. 

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სკოლის დირექტორის - ფაქიზო ფანჩულიძის სიტყვით გამოსვლა, რომელმაც მოსწავლეები და პედაგოგები ენთუზიაზმით აავსო. 

ახალი სასწავლო წლის დაწყება, მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მამუკა ჩხეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - სოსო კირკიტაძემ და სკოლის კურსდამთავრებულმა - მარეხი კანკაძემ მიულოცეს. 

„142-ე ცოდნის მაუწყებელი ზარი დაირეკა - „საუკუნეზე მეტია რეკავენ შენი ზარები“, ცოდნის ზეიმს ტრადიციულად ლამაზი ღონისძიებებით შევხვდით.

წლევანდელი 2023-2024 სასწავლო წელი უნდა იყოს ხარისხის წელი, რომ სასწავლო წლის დასასრულს ღირსეულად დავკრიფოთ მაღალი მწვერვალებიდან ედელვაისი“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება