სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
15-09-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023--2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

სკოლაში 2 პირველკლასელი - ბარბარე ლაბაძე  და ნინო ნეფარიძე მიიღეს, რომლებსაც შთამბეჭდავი ღონისძიებითა და ამაღლებული განწყობით დახვდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმი საქართველოს ჰიმნით დაიწყო, შემდგომ კი დირექტორი - ზურაბ ნეფარიძე მოსწავლეებს, მათ მშობლებს მიესალმა, რომლებსაც ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სკოლის დირექტორმა ასევე გასული სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები - ლიზი და ანანო ნეფარიძეები  სიგელებით დააჯილდოვა, რის შემდგომაც ბავშვებმა თავიანთი ლექსებით და მისალოცი სიტყვებით გაალამაზეს ღონისძიება.

ღონისძიების დასასრულს კი წარჩინებული მოსწავლეები პირველკლასელებს საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვაში დაეხმარნენ.

ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებლებისთვის დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება