სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მონატრებულ მოსწავლეებთან შეხვედრა და სასწავლო წლის პირველი დღე-სასწაული აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში
15-09-2023
-
+


დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო და სკოლებიც განსაკუთრებულად მოემზადნენ უსაყვარლესი მოსწავლეების შესახვედრად.

დიდი ჟრიამული იყო აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში; საზეიმო და ამაღლებული განწყობა იგრძნობოდა ცოდნის ტაძრის თითოეულ კუთხე-კუნჭულში...

პედაგოგებმა კლასები მოაწესრიგეს, ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით საზეიმოდ მორთეს. აფხაზეთის N22 საჯარო სკოლამ იმაზეც იზრუნა, რომ ბავშვებს კუთვნილი სახელმძღვანელოები მერხებზე დაახვედრეს. 15 სექტემბერს სკოლაში სიყვარული იფრქვეოდა, პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდნენ და მათთვის სასწავლო წლის პირველი დღე ნამდვილ დღე-სასწაულად აქციეს. 

2023-2024 სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნად, სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. დღეიდან აფახაზეთის N22 სკოლაში ყველა - მასწავლებელიც, მოსწავლეც, ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც განათლებისკენ სავალ გზაზე საკუთრი უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებას შეუდგა. 

„სკოლა დიდი მოტივაციით შეხვდა ახალ სასწავლო წელს. სასწავლო წლის პირველი დღე სასიამოვნო ზეიმად გადაიქცა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება