სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლა ეკოლოგიურ პროექტში ჩაერთო 
15-09-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აქტიურ სამუშაო პროცესში შეხვდა და აკადემიური წელი ეკოლოგიური აქტივობით დაიწყო. 

მოსწავლე, მასწავლებლები, მშობლები და თემის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ ეკოსკოლების პროგრამის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების თემაზე დაგეგმილ და ორგანიზებულ აქტივობაში.

აღსანიშნავია, რომ აქტივობის ორგანმიზატორი ეკოკომიტეტი (ეკოკომიტეტის კოორდინატორი ლ.ონიანი) გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბიომრავალფეროვნების შესწავლის მიზნით, მოეწყო ლაშქრობა  დეხვირის ღია ცისქვეშ, ეთნოგრაფიულ-არქეოლოგიური მუზეუმის, ცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებას, მეგზურობა და გიდობა, დეხვირის ღია ცისქვეშ ეთნოგრაფიულ-არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა, გიორგი გასვიანმა გაუწია. 

დირექტორმა, მოსწავლეებს  კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლის ისტორია გააცნო და უნიკალურ ფლორასა და ფაუნაზე ისაუბრა.

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ინახულეს: 800 წლიანი ცაცხვის კორომები,  განსაკუთრებული ჯიშის იელი, ურთხმელი და სხვადასხვა სამკურნალო ბალახები.

მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად დაასუფთავეს ტერიტორია და ტომრებში მოაგროვეს ნაგავი. 

აღსანიშნავია, რომ მაღალი ინტერესი გამოიწვია საკითხმა, რომელიც ეხებოდა წყალსაცავის გავლენას მიმდებარე ტერიტორიების ფლორასა და ფაუნაზე.

მოსწავლეებმა ბუნებაში მოაწყვეს ხატვის გაკვეთილი თემაზე „ბიომრავალფეროვნება ჩვენს ირგვლივ“,  წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები და გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. 

სკოლა მადლობას უხდის პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს და სრულიად საქართველოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებას უსურვებს. 

„ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მშვიდობიან და  წარმატებულ  სასწავლო წელს გისურვებთ“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება